“ბებოს გემო” – ქუთაისში “60 + კლუბმა” ჯანსაღი კვების პოპულარიზების მიზნით ღონისძიება გამართა

ქუთაისში რესტორანი „დებიში” – გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, ქუთაისის მერიის და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომლობით, „60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ მუშაობას იწყებს. კლუბის პირველი ღონისძიება, სახელწოდებით „ბებოს გემო“, დღეს გაიმართა. ღონისძიების მთავარ მიზანს ჯანსაღი კვების და ცხოვრების წესის პოპულარიზება, ასევე, თაობათა შორის დიალოგის ხელშეწყობა წარმოადგენს.

“პროექტი მიზნად ისახავს, რომ ქალაქში მცხოვრები 60+ მოსახლეობა შემოუერთდეს ახალგაზრდულ ცენტრს და მიიღონ გადამზადება კომპიუტერული ტექნიკის, ქორეოგრაფიის, არტ-თერაპიის კუთხით. მათთვის შეიქმნას სივრცე, სადაც თავისუფალ დროს გაატარებენ და მათს ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდებს გაუზიარებენ. მათი პროფესიული გამოცდილება და ხედვები შემდეგ თაობას უნდა გადაეცეს. დღევანდელი ღონისძიებაც ამ მიზანს ემსახურება,” – განაცხადა კლუბის ხელმძღვანელმა, ნატალი პატარიძემ.
კულინარიულ კონკურსში ერთმანეთს „60+ კლუბის“ სამი წევრი და 12 წლამდე ასაკის მოსწავლეები შეეჯიბრნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები