საკურსო სპექტაკლი – „დარისპანის გასაჭირი“ დაიდგმება

21 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, აუდიტორია №28-ში,  წარმოდგენილი იქნება დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის საკურსო სპექტაკლი – „დარისპანის გასაჭირი“ (დავით კლდიაშვილი), სურათი ერთ მოქმედებად.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, რეჟისორი და ჯგუფის ხელმძღვანელია – თემურ ჩხეიძე; ასისტენტი – მაია დობორჯგინიძე.
მეტყველების პედაგოგები: მანანა ბერიკაშვილი, მაკო კობახიძე.
მონაწილეობენ: ვიქტორია ბოკერია, ანი დიდმანიძე, ნუკა ქევხიშვილი, ნიკოლოზ ბაქრაძე, ანა გულედანი, ნიკა აფციაური, ჯორჯი დვალიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები