ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში განახლებული დარბაზი გაიხსნა
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ისტორიული დარბაზი განახლდა, რომელიც საზეიმოდ ცენტრის სამი წლის საქმიანობის ანგარიშით გაიხსნა.
საგამოფენო დარბაზში სამტრედიის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები სტუმრებს ქართული ხალხური სიმღერებითა და ტრადიციული საგალობლებით დახვდნენ.
წარმოდგენილი იყო ცენტრის ხუთივე მიმართულება ბოლო წლებში შესრულებული საქმიანობით.
პირველად გამოიფინა ფოლკლორის ცენტრის არქივში დაცული უნიკალური ექსპონატები.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ ცენტრის მიღწეულ შედეგებზე, პრიორიტეტებზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლები: მთავარი რედაქტორი – ბაია ასიეშვილი და არქივის ხელმძღვანელი ნანა კალანდაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ღირსების მედალი გადაეცა გამორჩეულ ქართველ ლოტბარს – დავით უზნაძეს.