ზურა გვერდწითელის მე-4 პერსონალური გამოფენა გაიმართება
21 დეკემბერს, 19:00 საათზე, გალერეა Penu-Art-ი ზურა გვერდწითელის მე-4 პერსონალური გამოფენა გაიმართება.
„მისი შემოქმედება განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან ის თვითნასწავლი მხატვარია.
მას აქვს საოცარი ფერთა შერწყმა, თითოეული ტილო მოიცავს დამოუკიდებელ იდეას და კონცეფციას, მისი ნამუშევრები გამოფენილია თბილისის არაერთ საგამოფენო სივრცეში, ასევე ინახება კერძო კოლექციებში – როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ“, – აცხადებენ ორგანიზატორები.