„ლუკასთვის“ – თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში მდუმარე აქცია გაიმართება

19 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში,  მოძრაობის – „სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ“ ინიციატივით, ლუკა სირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მდუმარე აქცია გაიმართება.
„ლუკა უნდა იყოს სისტემური დანაშაულის ბოლო მსხვერპლი! საქართველოში არსებული პოლიციური სისტემა და ხელისუფლების მიერ დამყარებული ძალადობრივ-შერჩევითი სამართალი უნდა დასრულდეს!
„ამ ცხოვრების დედაც“ – ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა ლუკა… ჩვენი, ყველას ვალია, თვალდაუხუჭავად გავაგრძელოთ ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც იმსხვერპლა იგი და ერთად მივაგოთ პატივი მდუმარე აქციით ლუკას ხსოვნას“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები