საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოხუმი, სოფელი ცუმური იყო.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 13:25 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3 მაგნიტუდას შეადგენდა.