ახალ ზელანდიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ახალ ზელანდიაში, რაულის კუნძულთან 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები 10 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.
ნგრევის, ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.