საფრანგეთში პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა (ვიდეო)
საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ ნანტში აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დღეს, გაფიცვის მე-13 დღეა. შეკრებილები მთავრობის საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ.
ქალაქ ლილეში, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სამართალდამცველების მისამართით ბოთლი ისროლა, რომელშიც მჟავა იყო. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
საპროტესტო მუხტის მიუხედავად, დღეს, საფრანგეთის პრემიერმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ მთავრობა საპენსიო რეფორმაზე უარს არ იტყვის.
რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სურს „მთავრობამ საპენსიო ცვლილებებთან დაკავშირებით მუშაობა გააგრძელოს“.