ნიკორწმინდის კონსერვაციას არქიტექტურული პრემიის ლაურეატის ჯილდო გადაეცა
ნიკორწმინდის კათედრალის რესტავრაციას, როგორც წლის გამორჩეულ სარეაბილიტაციო პროექტს, არქიტექტორთა ასოციაციის – „არქიტექტურული პრემია 2019“-ის სპეციალური ჯილდო გადაეცა. მე-14 საერთაშორისო კონკურსზე საგანგებო პრიზი თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრი და მის ხელმძღვანელი – ნანა კუპრაშვილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა – ნიკოლოზ ანთიძემ დააჯილდოვა.
ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი სააგენტოს დაფინანსებით 2017-2019 წლებში წარიმართა. ეროვნული კატეგორიის მე-11 საუკუნის დროინდელ ხუროთმოძღვრულ ძეგლზე სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის სპეციალისტების მიერ, რესტავრატორ ალექსანდრე რუბაშვილის ხელმძღვანელობით კომპლექსური სამუშაოები განხორციელდა.
• გაიწმინდა კათედრალის ფასადები;
• ინექტირების მეთოდით კონსოლიდირდა ქვის ფრაგმენტირებული დეტალები;
• გამაგრდა ერთიანი სტრუქტურის დაძრული ელემენტები;
• რესტავრირდა ეკლესიის ხატები;
• სრული კოსერვაცია ჩაუტარდა კედლის მხატვრობას;
• ახალი ანალოგებით ჩანაცვლდა ტაძრის კარ-საკმეკლები;
• განახლდა სახურავი, რომელიც სპილენძის საფარით გადაიხურა;
• ინტერიერსა და ექსტერიერზე მოეწყო სათანადო განათების სისტემები.
რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩნდა და კონსერვირდა ადრეული რელიეფის უნიკალური ნაშთები,
ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა.
პროექტის განხორციელების პროცესში კონსულტანტის სახით ჩართული იყო რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM) ასოცირებული ექსპერტი სტეფანო ვოლტა. პროექტში მონაწილებდნენ ლონდონის საკოსერვაციო სკოლის „CITY AND LONDON ART SCHOOL“ -ის და თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის მიმართულების ლექტორები და სტუდენტებიც.
ნიკორწმინდის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სატატუსი აქვს მინიჭებული. 2007 წლიდან ხუროთმოძრვრული ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.