გორა ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცოხვრები გორა ღარიბაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი დღე იმყოფებოდა, რამდენიმე წუთის წინ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა.
ის დე ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში არ იმყოფებოდა.
აღნიშნული “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

შეგახსენებ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 96 წლის გორა ღარიბაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, უკანონოდ დააკავა, თუმცა დაკავების შესახებ ინფორმაცია სუს-ში არ დაადასტურეს. უწყების ცნობით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, მოხუცის უკანონო დაკავების ფაქტი არ დადასტურდა.
გორა ღარიბაშვილის მეზობლებმა კი “რეგიონულ კვირასთან” განმარტეს, რომ მას გაფანტული სკლეროზი აქვს და ხშირად ხვდება საოკუპაციო ზოლს მიღმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები