გაზეთ “ჩემი აფხაზეთის” სპეციალური ნომრის წარდგენა გაიმართება

18 დეკემბერს, 17 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა ერთობლივი პროექტის – გაზეთ ,,ჩემი აფხაზეთის“’ სპეციალური ნომრის წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ,,ჩემი აფხაზეთი“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კვარტალური გაზეთია, რომელიც 2005 წლიდან გამოიცემა და სამინისტროს საქმიანობასა და შესაბამისად, აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელოვან საკითხებს ასახავს.
„იდეა, რომ თსუ-ის სტუდენტებს ასოცირებულ პროფესორ მაია ტორაძესთან და „ჩემი აფხაზეთის“ რედაქტორ ნატო კორსანტიასთან ერთად ემუშავათ გაზეთის სპეციალურ ნომერზე, ჟურნალ ,,გზავნილი აფხაზეთიდან“ წარდგენის დროს გაჩნდა.
ჟურნალი თსუ-ის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტების ნამუშევარია, რომელიც მკითხველს აფხაზეთის პრობლემატიკაზე – ემოციიდან დაწყებული პოლიტიკით დამთავრებული – მოუთხრობს, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების აზრებს, სურვილებსა და დევნილი მოსახლეობის მოგონებებს აცნობს.
,,ჩემი აფხაზეთის“ სპეციალურ ნომერში მკითველი აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილ მრავალ საინტერესო და განსხვავებულ მასალას გაეცნობა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
მისამართი: ლ. გუდიაშვილის №7.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები