რომან გოცირიძე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში აზრს ვერ ხედავს, სანამ შეხვედრას ივანიშვილი არ დაესწრება

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრას აუცილებელია, რომ მმართველი გუნდის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწროს.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე არ მიდიან ის ადამიანები, ვისაც რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს.

“მოლაპარაკებაზე არ მოდიან ის ადამიანები “ქართული ოცნებიდან”, ვისაც აქვს რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლება. ყველა არის ბუტაფორია. აზრი არ აქვს სანამ ივანიშვილი არ დაჯდება იქ. ივანიშვილს აქვს 7 პარასკევი. 7-ჯერ შეიცვლის აზრს. სანამ არ ჩამოყალიბდება ისეთი მოლაპარაკების ფორმატი, სადაც ყოველ სიტყვას ექნება ფასი, სანამ ყოველი შეხვედრა დამთავრდება ტყუილით და არ იქნება შემდეგ რევიზია ჩატარებული გადაწყვეტილებებისა, ამას არავითარი აზრი არ აქვს,” – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

სასტუმრო “შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა გუშინ დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე საარჩევნო სისტემას განიხილავდნენ, თუმცა მრავალმანდატიან მოდელზე შეთანხმება ვერ შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები