„ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ – ბესო სოლომანაშვილის რომანის წარდგენა გაიმართება

17 დეკემბერს, 19:30 საათზე, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში ბესო სოლომანაშვილის რომანის – “ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა” წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ბესო სოლომანაშვილის რომანი „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, რომელსაც ავტორი „ალუზიურ მისტიფიკაციას“ უწოდებს, მოგვითხრობს 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, როდესაც ქვეყანამ 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ბოლშევიკებმა აქ თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს.
მოდერატორები:  ბასა ჯანიკაშვილი, შოთა იათაშვილი, გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები