საბა ბუაძე: მოვითხოვთ, ერეკლე კუხიანიძეს უფლებამოსილება შეუწყდეს

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრი საბა ბუაძე “ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, კუხიანიძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

“ის, რომ მართველი პარტიის რიგებში კეთდება ასეთი სამარცხვინო განცხადებები და ამ განცხადებებს არ მოჰყვება არანაირი რეაგირება გვაფიქრებინებს, რომ ამას აქვს ე.წ. მწვანე შუქი ზემოდან და პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს შეუწყდეს უფლებამოსილება, მან მოიხადოს უნდა ბოდიში. არ შეიძლება ასეთი ამორალური განცხადებები დარჩეს უპასუხოდ”,- განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები