ზურაბ ბიგვავა: შეიძლება გუშინდელ აქციაზე მყოფებს, ყველას ქართულ ოცნებაზე არ ამოსდიოდეს მზე, მაგრამ ისინი, თქვენ ნაციონალებს და მის განშტოებებს ნამდვილად ვერ გიტანენ

შეიძლება გუშინდელ აქციაზე მყოფებს, ყველას ქართულ ოცნებაზე არ ამოსდიოდეს მზე, მაგრამ ისინი, თქვენ ნაციონალებს და მის განშტოებებს ნამდვილად ვერ გიტანენ,- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ზურაბ ბიგვავა გუშინ, თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნების” მიერ გამართულ ღონისძიებას სოციალურ ქსელში.

ბიგვავამ, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ხელისუფლებასაც მიმართა.

“ქართული ოცნების 14 დეკემბრის აქციაზე მინდა ორი წინადადებით ვთქვა 31 პარტიული ოპოზიციის გასაგონად.

შეიძლება ამ აქციაზე მყოფს, ყველას ქართულ ოცნებაზე არ ამოსდიოდეს მზე, მაგრამ ისინი, თქვენ ნაციონალებს და მის განშტოებებს ნამდვილად ვერ გიტანენ. ეს კი, თქვენი მმართველობის და ხანმოკლე საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის ცხოვრების შედეგია. დროა საქართველო მიეჩვიოს არჩევნებიდან არჩევნებამდე მშვიდობიან ცხოვრებას. მოეშვით ერის შანტაჟს, რევანშისტულ განცხადებებს და ხალხის დაყოფას.

ხელისუფლების გასაგონადაც ვიტყვი ორ წინადადებას: მოეშვით ლაი-ლაის და მიხედეთ ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნას. ხელი შეუწყვეთ იმ ხალხს, ვინც ქმნის სამუშაო ადგილებს. ისწავლეთ მოსმენა მოწინააღმდეგის და სახლში გაუშვით არაპროფესიონალი კუდაბზიკა ჩინოვნიკები, რომლებიც ამუხრუჭებენ ქვეყნის განვითარებას. ხელი შეუწყვეთ ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკაში და მოეშვით დახეული პრეზერვატივა-პოლიტიკოსების პიარს”,- წერს ბიგვავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები