კრწანისის ტყეპარკში სამეურნეო კოტეჯი აშენდა

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის ბიომრავალფეროვნების აღდგენასა და შენარჩუნებაზე მუშაობს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყეპარკში სამეურნეო კოტეჯი გაიხსნა, რომელშიც სააგენტოს თანამშრომლები განთავსდებიან და მათი ფუნქცია -მოვალეობები კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიაზე ახალი ხეების დარგვა, პარკის პირველადი დასუფთავება, ხმელი ხეების ჭრის კონტროლი და საირიგაციო კომუნიკაციების დაგეგმვა იქნება.
ველური ბუნების სააგენტოს კრწანისის ტყეპარკი 2019 წლის მარტიდან შეუერთდა. სააგენტოს მიმდინარე გეგმა ტყეპარკის შეღობვის სამუშაოების განხორციელება, ტყის კორომების დეტალური ინვენტარიზაცია, სანიტარულ-მოვლითი ღონისძიებები და მცენარეთა ჩანაცვლებაა. არსებული ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოების პარალელურად „საქართველოს წითელი ნუსხის“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი იშვიათი სახეობის ხე-მცენარეები დიდი რაოდენობით ჩაირგვება.
კრწანისის ტყეპარკი ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია. მისი ტერიტორიის 210 ჰა მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი