გიორგი გახარია: ეს იყო მიმღები მხარის თხოვნა და ყველა პრემიერმა მიმართვა რუსულ ენაზე გააკეთა
ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ენასაც განსაზღვრას პროტოკოლი, ეს ერთი და მეორე, ეს იყო მიმღები მხარის თხოვნა და ყველა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მიმართვა რუსულ ენაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სუამ-ის სამიტზე რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით კიევში განუცხადა.
მისი თქმით, ჩვენი მხრიდან დემარშის მოწყობა ამ ნაწილში, უადგილო იქნებოდა და ხელს შეუშლიდა იმ შედეგების მიღწევას, რომელიც ჩვენ დღეს უკრაინულ მხარესთან მივაღწიეთ.
“საერთოდ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ენასაც განსაზღვრას პროტოკოლი, ეს ერთი და მეორე, ეს იყო მიმღები მხარის თხოვნა და ყველა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მიმართვა რუსულ ენაზე. ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი იმისთვის, რომ აქცენტები შინაარსობრივად მნიშვნელოვანი საკითხებიდან, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა, ერთობლივი მიზნები, ამ მიზნების მიღწევა, აქცენტები გადაიტანოს გაურკვეველ ფორმულებზე. ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი, არანაირი მნიშვნელობა შინაარსობრივადაც ენას არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მიმღები მხარე, რომელიც ცხელ კონფლიქტშია რუსეთთან, სწორედ ასე რუსულ ენაზე გამოვიდა და მათი თხოვნა იყო ეს. ჩვენი მხრიდან დემარშის მოწყობა ამ ნაწილში, არათუ უადგილო იქნებოდა, იქნებოდა კონტრპროდუქტიული და ხელს შეუშლიდა იმ შედეგების მიღწევას, რომელიც ჩვენ დღეს უკრაინულ მხარესთან მივაღწიეთ”, – განაცხადა გახარიამ.