ბესელია საარჩევნო ცვლილებებზე მდინარაძის განცხადებას პოლიტიკურ აფიორას უწოდებს
მამუკა მდინარაძესა და მის თანამოაზრეებს რომ ჰკითხო, ხელისუფლებაში დარჩენა უსასრულოდ უნდათ, მაგრამ ნურას უკაცრავად, – აღნიშნული განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ გააკეთა.
მან აღნიშნულით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას უპასუხა, რომელიც საარჩევნო ცვლილებებს ეხებოდა
„ეს მარტივად ითარგმნება, როგორც პოლიტიკური აფიორა, ძალიან იაფფასიანი მცდელობაა. მამუკა მდინარაძესა და მის თანამოაზრეებს რომ ჰკითხო, ხელისუფლებაში დარჩენა უსასრულოდ უნდათ, მაგრამ ნურას უკაცრავად. უნდა გააცნობიერონ, რომ ასეთი სპექტაკლების არავის აღარ სჯერა. ჯერ 200 ათასი ხელმოწერა შეაგროვონ და ნამდვილი იყოს. ამ პროექტს მიღების არანაირი პერსპექტივა არ აქვს, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს „ქართულ ოცნებას“, ეს სასამართლოს თემამ დაამთავრა. ეს არის სრული ბოდვა და არასერიოზული”, – განაცხადა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილება, რომ 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს.