კახა კალაძე: ქვეყანაში არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკურად არავის დევნიან.
მისივე შეფასებით, ალბათ სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერისთვის, გიგი უგულავასთვის საჭირო იყო პასპორტის ჩამორთმევა და იმიტომ ჩამოართვეს.
“არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის. ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა. საქმის დეტალებს არ ვიცნობ და არ ვიცი, რას ედავებიან. ამიტომ გამიჭირდება პასუხი გავცე ამ შეკითხვას. არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის. არის კონკრეტული საკითხები, დანაშაული”, – განაცხადა კალაძემ.