იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება

16 დეკემბერს, 18:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ 2018 წელს გამოცემულ წიგნებს, პიესებს და ინოვაციურ საბავშვო პროექტებს.
წელს პრემია მესამედ გაიცემა.
განსაკუთრებული სიხარულით ველით მათ, ვისთვისაც იქმნება საბავშვო ლიტერატურა – პატარებს!
პრემიის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები