თეიმურაზ გუგუშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

16 დეკემბერს, 18:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორისა და მომღერლის, თეიმურაზ გუგუშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
კონცერტის ფარგლებში შესრულდება ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების ვოკალური ნაწარმოებები.
მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის სტუდენტები: თორნიკე სახოკია,  მარიამ ნადიბაიძე,  აკაკი გუგუშვილი,
მიხეილ მამულაშვილი, მილენა ტალახაძე, გურამ მარგველაშვილი, მაია გაბუნია, შოთა ქუტიძე, გიორგი გულიაშვილი, მარიშა შახდინაროვა, ლექსო კაპანაძე, ვალერიან მჭედლიშვილი.
აკომპანირებას გაუწევენ კონცერტმაისტერები – ლელა უსეინაშვილი და მარინა ადამაშვილი.

მისამართი: თბილისი, დიმიტრიბაქრაძისქ. N10.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები