გიორგი გახარია – შესანიშნავი შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტთან და სუამ-ის ლიდერებთან
უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
“შესანიშნავი შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან და სუამ-ის ლიდერებთან. ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის მეტი თანამშრომლობის უზრუმველმყოფ პროცესში მრავალმხრივი დიალოგი მთავარი შემადუღაბებელი აგურია”, – წერს გიორგი გახარია.