ახალციხელმა ახალგაზრდებმა ქალაქის ცენტრში საქართველოს და ევროკავშირის დროშები აღმართეს

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, საზეიმო კვირეულს ახალციხეც შეუერთდა.

ახალციხელი ახალგაზრდები ქალაქის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და საქართველოს და ევროკავშირის დროშები აღმართეს.

საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ. მან აღნიშნული მოვლენის მნიშვნელობასა და საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრა.

“საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, რასაც მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიაც ადასტურებს. ვფიქრობთ, ეს იქნება საუკეთესო გამოცდილება ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე და დარწმუნებული ვარ, საქართველო თამამად იტყვის თავის სათქმელს ამ მაღალი ტრიბუნიდან“,-განაცხადა გელა ნოზაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, აგრეთვე,სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, თემაზე “ევროპა ჩემი სახლია“.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ოფიციალურად გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები