„ვეფხისტყაოსნის“ მარჯორი უორდროპისეული ინგლისურენოვანი ხელახალი გამოცემის წარდგენა გაიმართა
„საქართველოს ბანკის“ ისტორიულ დარბაზში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მარჯორი უორდროპისეული ინგლისურენოვანი ხელახალი გამოცემის წარდგენა გაიმართა.
უნიკალური გამოცემა „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში გამოვიდა ინგლისურ ენაზე. პროექტის ავტორია გამომცემლობა „რუსთაველი 850“.
წიგნი გამოიცა ბრიტანეთის საელჩოსა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. იდეის ავტორი და გამომცემელია გურამ ახალაია.
წიგნს ახლავს ვრცელი ინგლისურენოვანი წინასიტყვაობა, რომელიც ამ გამოცემისათვის საგანგებოდ შეასრულა ინესა მერაბიშვილმა.
1912 წელს ლონდონში ოლივერ უორდროპის მიერ პირველად გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ სრული ინგლისური თარგმანი, რომელიც შეასრულა მარჯორი უორდოპმა (მარჯორი უორდროპი იყო საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის და.) „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის უნიკალურობა მარჯორის მიერ თარგმნილ ტექსტთან ერთად არის ე.წ. წერეთლისეული ილუსტრაციები, რომელთა საქართველოში დაბრუნებაც უორდროპების ოჯახის დიდი დამსაახურებაა. წერეთლისეულ ხელნაწერს და მასში დაცულ უცნობი მხატვრების მიერ შესრულებულ უნიკალურ ილუსტრაციებს საინტერესო ისტორია აქვს. ანიმაციის ავტორი საკომუნიკაციო სააგენტო ABK.
წიგნის შეძენა შესაძლებელია ვებგვერდიდან: shotarustaveli850@gmail.com