კინოდოკუმენტალისტი იური ბარამიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა კინოდოკუმენტალისტი იური ბარამიძე. ამის შესახებ კინოსტუდია „მემატიანე“ ავრცელებს ინფორმაციას და ფოტოს აქვეყნებს.
„ქართულ დოკუმენტურ კინოს გამოაკლდა უხუცესი კინოდოკუმენტალისტი იური ბარამიძე. მისი ბიოგრაფიისთვის  რეზო თაბუკაშვილის ფილმების ჩამონათვალიც საკმარისია, და სხვა მრავალი“… – აღნიშნულია „მემატიანის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

იური ბარამიძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურებში დაიბადა.
1953 წლიდან მუშაობდა კინოში: გადაიღო შემდეგი ფილმები: „დარტყმა ღრუბლებზე“ (1961), „ობსერვატორია მთებში”(1962), „ჯიხვი იცვლის ბილიკს”(1964), „ვარძია” (1967), „კლდის ვეფხვი” (1968), „საქართველოს ფლორა და ფაუნა“ (1970), „აბრეშუმი“ (1972), „არ დაიდარდო, დედაო“…(1975), „კაცობრიობის გაზაფხული“ (1975), „მირზა გელოვანი“ (1976), „ბასკთა ქვეყანაში“ (1976), „კვალი ნათელი“ (1978), „ფურცლები ფრანგული დღიურიდან“ (1983), „პირველად იყო სიტყვა“ (1983), „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი”(1983), „ნაძარცვის კვალდაკვალ“ (1987), „შორიელთა სიახლოვე“ (1987).
1979 წელს იური ბარამიძეს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები