რუსეთის პასუხს გერმანიას – მოსკოვმა ორი გერმანელი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა და პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

დიპლომატებმა რუსეთი ერთი კვირის ვადაში უნდა დატოვონ.

მანამდე, რუსეთის საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩი გეზ ანდრეას ფონ გაირა დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს, იმასთან დაკავშირებით, რომ 4 დეკემბერს ბერლინმა „ქვეყნიდან ორი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო“.

გერმანიის საგარეო უწყებამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიიღო. გერმანელი პროკურორები მიიჩნევენ, რომ მის მკვლელობასთან კავშირშია, ან რუსეთის სახელმწიფო ორგანოები, ან ჩეჩნეთის მთავრობა.

გერმანიის საგარეო უწყებამ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთისთვის არაერთხელ მიუმართავს თხოვნით, რომ გამოძიებაში სათანადო მონაწილეობა მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები