რუსთაველის თეატრში სანდრო გეგეჭკორის სოლოკონცერტი გაიმართება

16 დეკემბერს, 19:30 საათზე,  რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, საერთაშორისო პრემიების ლაურეატის, პიანისტ სანდრო გეგეჭკორის საშობაო სოლოკონცერტი გაიმართება. კონცერტი ხელოვანთა გაერთიანება „კონცეპტArt“-ის ორგანიზებით ტარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამაშია ბეთჰოვენისა და ლისტის ნაწარმოებები.
სანდრო გეგეჭკორი მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია. ის საფორტეპიანო სოლო კონცერტებს მართავს მსოფლიოს ცნობილ დარბაზებში, ასევე გამოდის სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
2017 წელს რახმანინოვის ოფიციალურმა საერთაშორისო სახლ – მუზეუმმა „ივანოვკა“, დააარსა ახალი მუსიკალური ფესტივალი „სანდრო გეგეჭკორი სერგეი რახმანინოვთან“.
„მაღალი პროფესიონალიზმი და შესრულების მანერა – სანდრო გეგეჭკორმა ბრწყინვალედ წარმოაჩინა ქართული საფორტეპიანო სკოლის შესაძლებლობები“, – აღნიშნავს რახმანინოვის საერთაშორისო სახლ – მუზეუმი „ივანოვკა“. სანდრო გეგეჭკორს გამოსვლები ჰქონდა მსოფლიოს რამდენიმე ცნობილ საკონცერტო დარბაზში: კონცერტგებაუს სამეფო დარბაზი (ამსტერდამი), კაიზერის დარბაზი (ვენა), ნანჯინგის საკონცერტო დარბაზი (ნანჯინგი).
კონცერტი ეძღვნება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს – დაბადებიდან 249.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები