„ან ვიტყვი ჩემს სათქმელს აქ, ან სხდომა არ ჩატარდება“ – ბესელია ოხანაშვილს ულტიმატუმს უყენებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
მანამდე კომიტეტზე ხმაური იყო. დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს მოუწოდებდა, რომ მას მოსამართლეებთან დაკავშირებით აზრი დაეფიქსირებინა, რის უფლებასაც ოხანაშვილი მას არ აძლევდა.
ამის შემდეგ ბესელია ოხანაშვილთან მივიდა და მის გვერდით დაჯდა, „ან ვიტყვი ჩემს სათქმელს აქ, ან სხდომა არ ჩატარდება“, – განაცხადა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეებთან დაკავშირებით კენჭისყრა უნდა ჩატარდეს, ამის შემდეგ სიის დამტკიცება პლენარულ სხდომაზე უნდა მოხდეს.