ვაჟა სირაძე: შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი განაგრძონ მშვიდ ვითარებაში, ნუ ჩაკეტავენ შესასვლელებს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“გარკვეული პირები დაკავებული არიან პოლიციის წინააღმდეგობისა და დაუმორჩილებლობის ფაქტზე. ზუსტ ციფრს ვერ მოგახსენებთ. აქციის მონაწილეები, როდესაც იდგნენ ტროტუარზე და არ ახდენდნენ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების და პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას, შეეძლოთ მათ გამოეხატათ პროტესტი.

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და შეეძლოთ განეგრძოთ მშვიდ ვითარებაში. შემდეგ, გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები, რის შემდეგაც მოვუწოდეთ გადასულიყვნენ გზიდან. გარკვეული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციას, რის გამოც იქნებ დაკავებულები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი განაგრძონ მშვიდ ვითარებაში. ნუ ჩაკეტავენ შესასვლელებს,” – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები