რადაში ჩხუბის შემდეგ, დეპუტატი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს (ვიდეო)
უკრაინაში, მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ანდრეი ბოგდანეცი, უმაღლეს რადაში ჩხუბის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ევგენია კრავჩუკმა განაცხადა.
როგორც კრავჩუკმა Facebook-ის გვერდზე დაწერა, „ანდრეის ტვინის შერყევა აღენიშნება“.
უკრაინის რადაში დღეს აგრარული პოლიტიკის კომიტეტში მიწასთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდნენ.
პარტია „თავისუფლებას“ წევრი იგორ მიროშნიშჩენკო, აქტივისტები ედუარდ ლეონოვი და იური სიროტნიუკი, კანონპროექტის განხილვიდან მოხსნას ითხოვდნენ, ბოლოს კი, მოთხოვნა ანდრეი ბოგდანეცკთან ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.