სოციალური თერაპიის სახლში საახალწლო ბაზრობა გაიმართება

0

12 დეკემბერს, 13:00-დან 20:00-მდე, სოციალური თერაპიის სახლში საახალწლო ბაზრობა გაიმართება.
შობა ახლოვდება, როგორც ყოველთვის, ამ დროს სოციალური თერაპიის სახლში დიდი სამზადისია.
საშობაო გამოფენა-გაყიდვისთვის უკვე შექმნილია ხელნაკეთი, ორიგინალური ნივთები. განსაკუთრებული ადამიანები განსაკუთრებული საახალწლო განწყობით  გიწვევენ და გელოდებიან!
მობრძანდით, საახალწლო საჩუქრებით გაიხალისეთ დეკემბერი და გაახარეთ თქვენი ახლობლებიც!  გპირდებით თბილ ემოციებს და ცხელ გლინტვეინს!“ – აღნიშნულია სოციალური თერაპიის სახლის მეირ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მის: ძმები უბილავების №8 (სამასი არაგველის მეტროსთან).

კომენტარები

კომენტარი