ბარსელონაში ქიმიურ ქარხანაში ძლიერი ხანძარია (ვიდეო)
ბარსელონაში ქიმიური ნივთიერებების გამხსნელებისა და სამრეწველო ნარჩენების ქარხანაში ძლიერი ხანძარია.
ცეცხლის ჩაქრობაში 28 სახანძრო ბრიგადაა ჩართული.
სამოქალაქო დაცვის სამსახური ახლოს მდებარე სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს კარები და ფანჯრები დაკეტონ, ასევე მოერიდონ მიმდებარე ტერიტორიას.
გაზეთი Mundo ადგილობრივ მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ მოსახლეობისთვის „ქიმიური ან ტოქსიკური საფრთხე“ არ არსებობს.
ამასთანავე, ახლოს მდებარე ოფისებიდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.