ლევან დავითაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხე-მცენარეების გადატანა უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას ემსახურება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხე-მცენარეების გადატანა კანონის სრული დაცვით ხორციელდება და უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას ემსახურება.

“უხერხულია სპეკულირება ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხით, რომელიც საქართველოში უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას უკავშირდება. ბატონი ბიძინას დამსახურებით, ჩვენს ქვეყანაში იქნება დენდროლოგიური პარკი ასწლოვანი სხვადასხვა უნიკალური ჯიშის მცენარეებით. რაც შეეხება ასწლოვანი ხეების ტრანსპორტირების პროცესს, ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. მთავარია, ხე-მცენარეების გადატანა კანონის სრული დაცვით ხორციელდებოდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო არსებითი ცვლილებები, რომელიც უკანონო ხე-ტყის მოპოვებას უკავშირდება.

“აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბუნების დაცვის მიმართულების პოლიტიკაში არსებითი ცვლილებები, რომელიც უკანონო ხე-ტყის მოპოვებას უკავშირდება. დღეს სანქციები, გარემოსდაცვითი კანონდარღვევების მიმართ გამკაცრებულია და აღსრულების კუთხითაც მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვლილი“, – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები