მაია ცქიტიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ყველა საქმე სოციალური ამოცანის შესრულებისკენაა მიმართული
ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ასწლოვანი ხეების გადარგვით ბიძინა ივანიშვილს სურდა, რომ გურიის რეგიონს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შემატებოდა.
“რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა. ვიცი რა ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება და მისი საქველმოქმედო პროექტები, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მისი საქმე მიმართულია სოციალური ამოცანის შესრულებისკენ.
როდესაც ვსაუბრობთ ხეების გადარგვის საკითხზე, ბევრი არაკეთილმოსურნე ამის მავნებლურ და დამანგრეველ საქმიანობად წარმოჩენას ცდილობდა, სინამდვილეში ამ ხეების გადარგვა იმისთვის ხდებოდა, რომ გურიის რეგიონს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შემატებოდა – დენდროლოგიური პარკი, რომლის მსგავსიც საქართველოში არაა,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკის განაშენიანების შესახებ ჟურნალ “ველურ ბუნებასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ გიგანტური ხეების გადარგვით ისინი გადაშენებას გადაარჩინა.