ელისეის სასახლეში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა დაიწყო
პარიზში, ელისეის სასახლეში „ნორმანდიული ოთხეულის“ რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიის და უკრაინის პირველი პირების შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრაზე პირველი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მივიდა, 10 წუთის შუალედით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, 10 წუთის დაგვიანებით კი, ვლადიმირ პუტინი.
ლიდერებს სასახლის კარებთან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დახვდა.