ელისეის სასახლესთან ქალები გაშიშვლდნენ – Femen-ის აქტივისტების აქცია პარიზში
პარიზში, ელისეის სასახლესთან მოძრაობა Femen-ის ორმა აქტივისტმა ქალმა, აქციის ფარგლებში, მკერდი გაიშიშვლა.
გოგონები პრესის რიგებში იყვნენ და მოულოდნელად ქურთუკები გაიხადეს, ამის შემდეგ სავალ გზაზე გავიდნენ და ლოზუნგების სკანდირება დაიწყეს.
რამდენიმე წამში სასახლის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გოგონები ასფალტზე დააწვინეს, პოლიციის თანამშრომლებმა კი, ისინი ტერიტორიას განარიდეს.
დღეს, სულ რამდენიმე წუთში ელისეის სასახლეში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა დაწყება. პარიზის პრეზიდენტის რეზიდენციაში გერმანიის, რუსეთის და უკრაინის პირველ პირებს ელოდებიან.