“ის, რომ მაგიდასთან წყდება პროცესები კარგია” – აბაშიძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შესახებ

ის, რომ ჭერქვეშ, მაგიდასთან წყდება პროცესები კარგია, ცუდია, ის, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე ჩვენ კიდევ გვიწევს, რომ დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეებს შორის მედიატორი იყოს უცხოელი პარტნიორი, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა და მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გუშინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

„ნამდვილად სასიხარულოა, როცა დაპირისპირებული მხარეები აღწევენ კონსენსუსს. მე როგორც ადრე გითხარით, ამ დაპირისპირებისას მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩარევა, მედიაცია, რაც მოხდა. ზუსტად მათ შემოგვთავაზეს ისეთი იდეა, რომელიც ხელისუფლებისთვის არის თავსებადი კონსტიტუციასთან. ჩვენ ხომ გვაქვს ორი შეუვალი პოზიცია, ერთი ამბობს, რომ ე.წ. მოდიფიცირებული გერმანული მოდელი არის თავსებადი კონსტიტუციასთან, მეორე ამბობს, რომ არ არის.პ არალელურ რეჟიმში ვხედავთ, რომ ვენეციის კომისიასა და ეუთოს ოდირში გაგზავნეს შეკითხვები, თავსებადია, თუ არა. ახლა ეს მოლაპარაკება რომ შედგა და ხელისუფლება დათანხმდა, განიხილოს ეს პრინციპი მართლაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. მრავალმანდატიანი, მაჟორიტარული ოლქები გულისხმობს საარჩევნო ოლქების გამსხვილებას, როგორც გავიგეთ, 10 საარჩევნო ოლქი იქნება მრავალი მანდატით. მთავარია, რაზე შეჯერდებიან. თუ იდეა, პრინციპი ორივესთვის მისაღებია, ახლა როგორც გავიგეთ, „ქართულმა ოცნებამ“ ითხოვა 2 კვირა. გადაამუშავებენ გუნდში. შეიძლება საკუთარი არგუმენტებიც შესთავაზონ, მაგრამ ის, რომ ჭერქვეშ, მაგიდასთან წყდება პროცესები კარგია, ცუდია, ის, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე ჩვენ კიდევ გვიწევს, დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეებს შორის მედიატორი იყოს უცხოელი პარტნიორი. თუმცა, უარესებიც გვინახავს, 2007 წელს ბატონი პიტერ სემნები ევროკავშრიიდან და მიხნიკი, ჟურნალისტი პოლონეთიდან , მათი ჩარევა როცა „იმედის“ დარბევა იყო და ა.შ. ჩვენი დემოკრატია საკმაოდ დინამიურია, წინ მიდის და კარგია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად გვერდზე გვიდგანან დაძაბულობის შემთხვევაშიც კი“, – განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის, გუშინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნება“ თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები