„ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობები და სამართალი დავით აღმაშენებლის ეპოქაში” – ლექცია გაიმართება

13 დეკემბერს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, პროფესორი დიმიტრი გეგენავა საჯარო ლექციას – „ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობები და სამართალი დავით აღმაშენებლის ეპოქაში” გამართავს.
ლექციის დაწყებამდე (15:00-დან) დამსწრეებს საშუალება ექნებათ, ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ბოლოჯერ იხილონ დავით აღმაშენებლის მონეტა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ამით დასრულდება ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენის ფარგლებში გამართული ლექციათა ციკლი.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები