ახალ ზელანდიაში ვულკანი ამოიფრქვა, არიან დაშავებულები
ახალ ზელანდიაში, უაით-აილენდის კუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა, 20-მდე ადამიანია დაშავებული.ამის შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაციის St John New Zealand-ის წარმომადგენელმა განაცხადა.
მისი თქმით, დაშავებულთა ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ამოფრქვევის მომენტში კუნძულზე, სულ მცირე, 50 ადამიანი იმყოფებოდა.
The Guardian-ის ინფორმაციით, კუნძულს ერთდღიანი ტურებით წელიწადში 10 ათასამდე ადამიანი სტუმრობს.
უკანასკნელად ვულკანის ამოფრქვევა 2016 წელს მოხდა.