ოდესის კოლეჯში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

ოდესაში ეკონომიკის კოლეჯში 4 დეკემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განაცხადეს.

მანამდე ინფორმაცია 10 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა. მათგან 5-ის ამოცნობა მოხერხდა, ესენია, კოლეჯის ორი თანამშრომელი ქალი და ორი სტუდენტი. 7 დეკემბერს საავადმყოფოში ერთი მეხანძრე გარდაიცვალა.

გვიან ღამით, ნანგრევებში კიდევ ორი ცხედარი იპოვეს.

საავადმყოფოებში 9 დაშავებული რჩება.

საავარიო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები