„ზღვა საზოგადოება გაისარჯა „ზღვაურისთვის“, რისთვისაც გემადლიერებით“…

ლიტერატურულ კონკურს „ზღვაური-2019“ წლის  დაჯილდოების შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი ირაკლი შამათავა ავრცელებს ინფორმაციას.
„ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის სახელობის ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოება გაიმართა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში.
მადლობა უპირველესად კონკურსის დამფუძნებელს, პოეტ ბელა ქებურიას, რომ ქალაქ ბათუმს აჩუქა ასეთი გასაოცარი კონკურსი.
“ზღვაურის” პლატფორმა, წლებია, გვეხმარება ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენასა და პოპულარიზაციაში (ჯერ ვპოულობთ და აღმოჩენის შემდეგ ვბეჭდავთ პერიოდულ გამოცემებში).
მახარებს ის ფაქტი, რომ 5 წელზე მეტია ჟიურის ერთ-ერთი უცვლელი წევრი ვარ!
მადლობა სკოლის მოსწავლეებს მონაწილეობისთვის, მადლობა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს, თიკა რუხაძეს, თამარ მესხიძეს, ბათუმის მერიას (განსაკუთრებით სოფო ხალვაშს), კონკურსის ყველა გულშემატკივარს, აჭარის განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროს, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოცნების” პრეზიდენტს ნათია სვანიძეს, ელიტური სკოლა „გორდას“ დირექტორს ნინო მურვანიძეს, მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მაყვალა გონაშვილს, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს დავით თედორაძეს, არაჩვეულებრივ მწერლებს ვახტანგ ღლონტის, ცისანა ანთაძეს, ლაშა გვასალიას, ქარდა ქარდუხს, უკვდავი ზურაბ გორგილაძის მეუღლეს – ჩემს ძვირფას უფროს მეგობარს ლეილა დავითაძე-გორგილაძეს, ბატონ ავთანდილ ბერიძეს, მომღერლებს, მხატვრებს და ყველას, ყველას (ვშიშობ, ვინმე არ გამომრჩეს)…
ამ კონკურსის არსებობა ზღვა ადამიანის დამსახურებაა. ზღვა საზოგადოება გაისარჯა „ზღვაურისთვის“, რისთვისაც გემადლიერებით, მეგობრებო.
მადლობა თემურ კახიძის უიშვიათეს და კოლორიტ ოჯახს, დავით კახიძეს, ნათია გაბინაშვილს, ქალთამზე ანა სურმანიძეს, ლელა რაზმაძეს, ნიკოლოზ ფუტკარაძეს, მარიამ გრიგორიადის, ნარგიზ ფუტკარაძეს“, – წერს ირაკლი შამათავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები