ლევან სურგულაძე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განმარტებას საგანგებო ბრიფინგზე გააკეთებს

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, საგანგებო ბრიფინგზე სპეციალურ განცხადებით უპასუხებს.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ლევან სურგულაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციის ირგვლივ განმარტებებს 9 დეკემბერს, 12:00 საათზე გააკეთებს.
ცნობისათვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს.
შეგახსენებთ, სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია. ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები