ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ

დღეს, სასტუმრო “შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრა გაიმართება.
პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს შედგა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დიპლომატიურ კორპუსს ანგარიში გაუწიეს და მათ მიერ შეთავაზებულ შეხვედრას დათანხმდნენ.
მორიგ შეხვედრაზეც განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
მიუხედავად ამისა, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. დიალოგის გაგრძელების ინიციატორი დიპლომატიური კორპუსია.
ამ ეტაპზე, უცნობია, კონკრეტულად ვინ დაესწრება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც 18:00 საათისთვისაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები