შსს-ს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო სანომრე ნიშნების შეცვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო სანომრე ნიშნების შეცვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლოანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე და მისი შეცვლა სავალდებულოა შემდეგ შემთხვევებში: დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენისას და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში.
ამასთან, იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ძველი ნიმუშის ფასიან სანომრე ნიშნებს, მათი არსებული დიზაინის სანომრე ნიშნით შეცვლა მოქმედების ვადის ამოწურვამდე სავალდებულო არ არის”,-ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები