საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

“რკინიგზის ხიდიდან ჭიშურას ხიდის მიმართულებით 08 დეკემბრის 22:00 სთ-დან  09 დეკემბრის 05:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება”, – ამის შესახებ “კვირას” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აცნობა.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობის ფარგლებში,  საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე მდებარე რკინიგზის ხიდიდან ჭიშურას ხიდის მიმართულებით ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანის გამო, 2019 წლის 08 დეკემბრის 22:00 სთ-დან 09 დეკემბრის 05:00 სთ-მდე  იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)- ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები