დიმიტრი ხუნდაძე: ხალხში იმიტომ გავდივარ, რომ 200 000 ხმა მოვაგროვო და ხალხი დავარწმუნო, რომ ისინი არიან ჩვენი პირველწყარო
„მე ხალხში იმიტომ გავდივარ, რომ 200 000 ხმა მოვაგროვო და ხალხი დავარწმუნო, რომ ისინი არიან ჩვენი პირველწყარო”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად”.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, როცა საზოგადოების ხმა ძლიერად ისმის პარლამენტში, პირველი ვალდებულება იქ სწორედ ის არის, რომ ეს ხმა გაითვალისწინონ.
„მე თავის დროზე ორ კომპრომისზე წავედი პროპორციულთან მიმართებაში, ერთი, რომ დავთანხმდი 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და მეორე, როდესაც ვთქვი, რომ ამ სისტემის არჩევამდე ჯერ თვითმმართველობა უნდა გაძლიერებულიყო. მე მინდა ხალხში გავიდე და იქიდან გავაგონო დეპუტატებს ხმა. მე მაქვს ვალდებულება, პარლამენტში წარმოვადგენ ჩემი ამომრჩევლის ხმას და მათ წინაშე მაქვს პასუხისმგებლობა”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ვიდეოს ბმული