გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიცია იმ სისტემით ითხოვს არჩევნებს, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებაში ყოფნისას

0

„დღეს არსებობს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს გაისადვე. იმ სისტემით, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებაში ყოფნისას, შემდეგ კი არად დაგიდევდნენ საკომიტეტო თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან”, რათა კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი გაჩენილიყო “, – განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის” დღის ქრონიკაში”.

მისივე თქვით, 200 ათასი ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივამ პარლამენტის კედლები ამ თუ არა, შემდეგი მოწვევისას შეიძლება მაინც იხილოს.

„დღევანდელი დღე დაიწყო საპარლამენტო უმრავლესობის შეკრებით ქართული ოცნების ოფისში, სადაც იმსჯელეს მაჟორიტარების ინიციატივაზე იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება ნაცვლად პროპორციულისა, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში არ არსებობს ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის აუცილებელი უმრავლესობა, ეს არ გამორიცხავს რომ მომავალში კონსტიტუციის ცვლილება შესაძლოა აღარ განხორციელდეს. თუკი 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას შეძლებენ, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივამ პარლამენტის კედლები ამ თუ არა, შემდეგი მოწვევისას მაინც შეიძლება იხილოს.

გამოდის, რომ დღეს არსებობს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს გაისადვე. იმ სისტემით, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მთავარი ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნისას, შემდეგ კი არად დაგიდევდნენ საკომიტეტო თანამშრომლობას ქართულ ოცნებასთან, რათა კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი გაჩენილიყო. ქართული ოცნება კი გაყოფილია. გაყოფილია ოპოზიციით უკმაყოფილო დეპუტატებით, შერეული სისტემის მომხრეებად, პროპორციულის იმ მომხრეებად, რომლებმაც დატოვეს უმრავლესობა და რომლებმაც დატოვეს უმრავლესობა, კიდევ ერთი ჯგუფი კი პროაქტიულად ლობირებს ამერიკულ მოდელს და სრულად ითხოვს გადასვლას პარტიულ მაჟორიტარულ სისტემაზე.

ამ ფონზე კი ვხედავთ ოპოზიციის აქციებს, რომელიც უფრო და უფრო მცირერიცხვოვანი და მილევადი ხდება. რეგიონებში გასვლამ კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენა მათი სისუსტე და მცირერიცხოვნება. განსხვავებით თბილისისგან, სხვა ქალაქებში გამართულ აქციებს ადგილობრივი მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, ამიტომ ყოველი შეკრება ბოლოს აუცილებლად სრულდება შეხლა-შემოხლით. მთავარი კითხვა, რასაც მიმდინარე პროცესები აჩენს, არის ის, თუ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ამგვარი დაპირისპირება, რას აძლევს ოპოზიციას ქუჩის აქციები და რა გეგმა აქვს მმართველ გუნდს ვითარების დასამშვიდებლად”, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

გადაცმის ბმული: https://www.imedi.ge/ge/video/45721/dgis-qronika–6-dekemberi-2019-tseli

კომენტარები

კომენტარი