ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიას ხულოც შეურთდა
ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიას ხულოს მუნიციპალიტეტიც შეურთდა.
კამპანიის ფარგლებში, ხულოს მერიის ქალთა ოთახის ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეებმა დაბა ხულოსა და მიმიდებარე სოფლებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო ფლაიერები დაარიგეს.
აღნიშნული კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.
კამპანია მიზნად ისახავს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.