არსებული ინფორმაციით, ქარელში ცოლისძმამ სიძე მოკლა
ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაცით, 22 წლის ახალგაზრდა ცოლისძმამ მოკლა. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.