ქუთაისში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს კვერცხები ესროლეს

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ქუთაისში, კიკვიძის სკვერში არიან შეკრებილები, კვერცხები ესროლეს.

როგორც “რეგიონული კვირის” ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, კვერცხები, სავარაუდოდ, მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებიდან ისროლეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც დაძაბულობა მალევე განმუხტეს.

გაერთიანებული ოპოზიციის მსვლელობა უკვე დაიწყო. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა პარტიის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები.

როგორც “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ამ აქცია-მსვლელობით ისინი ხელისუფლებას აჩვენებენ , რომ ტყუილი არ შერჩებათ.

“გვინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ტყუილი, რომელიც მათ იკადრეს, არ შერჩებათ”,- განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები